გუთურის განძები, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის კოლხური კულტურის არქეოლოგიური ძეგლები. აღმოჩენილია სოფ. გუთურში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): პირველი განძი აღმოჩნდა 1930, შეიცავს ბრინჯაოს 6 თოხს; მეორე – 1968, შედგება ბრინჯაოს 29 თოხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან; მესამე განძი აღმოჩნდა სოფ. ჩაისუბანში და შედგება ბრინჯაოს კოლხური ცულისა და 2 თოხისაგან. დაცულია ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტ.: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974.
ი. სიხარულიძე