გულბა

გულბა, მწვერვალი სვანეთის კავკასიონის სამხრ. განშტოებაზე, გულისა და ჭალაათის მყინვარების გამყოფზე, უშბის მწვერვალების სამხრ.-აღმოსავლეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3810 მ.

აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.

მ. უთმელიძე