გულბადი, გ უ ლ ბ ა ა თ ი, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. 30-იან წლებში, თბილისის ციხისთავი.
1541, ირანის შაჰის - თამაზ I-ის საქართველოში პირველი ლაშქრობის დროს, გ-მა უღალატა ქართველებს, თბილისის ციხე მტერს ჩააბარა, შაჰის მხარეზე გადავიდა და მუსლიმანობა მიიღო. შაჰმა სათანადოდ დააჯილდოვა რენეგატი ქართველი და მისი ვაჟები საკუთარ ამალაში ჩარიცხა.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1966.
ვ. გუჩუა