გულბათი

გულბათი [ნამდვ. სახელი და გვარი – ოლღა ილიას ასული გრუზინსკაია (1846–1913)], მთარგმნელი, ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემკრები. საქართვ. მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი. იყო რუს. საიმპერატორო კარის სეფექალი პეტერბურგში. შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც 1899 ცალკე წიგნად გამოაქვეყნა 23 ქართ. ლეგენდისა და ზღაპრის რუს. თარგმანი. ა. წერეთელმა რეცენზია დაწერა ამ კრებულზე და გულთბილი ლექსი უძღვნა გ-ს.

თხზ.: Сборник грузинских легенд, М., 1899; Сказания и легенды, под ред. М. Я. Чиковани, Тб., 1963.

ლიტ.: ბარამიძე ა., თრითინოს გარშემო, «დროშა», 1971, №4; ცაიშვილი სოლ., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962; წერეთელი ა., თხზ. სრ. კრ., ტ. 13, თბ., 1961.

ჯ. ბარდაველიძე