Twitter
Facebook
Whatsapp
გულიკაანთუბანი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. დასავლეთის ფრონის (ფცის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 720 მ, ქარელიდან 26 კმ. 124 მცხ. (2002).