გულორდავა მარიკა ლერის ასული (დ. 29. VIII. 1985, სოხუმი), მომღერალი (სოპრანო), ვოკალისტთა თბილისის (I პრემია), მოსკოვის (პ. ჩაიკოვსკის სახელობის, II პრემია) და სარაგოსას (მონსერატ კაბალიეს სახელობის I პრემია) საერთაშორისო პრემიების ლაურეატი (ყველა 2007).
სწავლობდა თბილისის I სამუს. სასწავლებელში (პედ. – ქ. ელიავა), 2004-იდან – თბილისის კონსერვატორიაში (პედ. – ლ. გოგლიჩიძე). მონაწილეობა მიიღო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლებში, შეასრულა ტატიანასა და იოლანტას პარტიები (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი", „იოლანტა").
2009-იდან სწავლობს მილანის „ლა სკალას" ვოკალური ხელოვნების აკადემიაში.
გ. ტორაძე