გულუა გია აბიბოს ძე

გ. გულუა

გულუა გია აბიბოს ძე (20. II. 1956, ზუგდიდი, – 20. IV. 1994, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1992). დაამთავრა ხარკოვის სახანძრო ტექ. სასწავლებელი (1976), სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) აკადემია (მოსკოვი, 1986). 1992 იანვრიდან იყო შსს თბილ.  სამმართველოს უფროსი, ივნ-იდან – საქართვ. რესპ. შსს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, 4 დეკ-იდან – საქართვ. რესპ. შს მინისტრის მოადგილე, სატრანსპ. პოლიციის მთ. სამმართველოს უფროსი. ტრაგიკულად დაიღუპა ტერაქტის შედეგად.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994).

ლ. დოლიძე