გუმა

გუმა, ისტორიული მხარე აფხაზეთში. გვიანდ. შუა საუკუნეებში აფხაზეთის საერისთავო რამდენიმე წვრილ ფეოდ. ერთეულად დაიყო. XVIII ს-ში შეიქმნა ახ. ფეოდ. ერთეული – გ., რ-იც გუმისთასა და კოდორს შორის მდებარეობდა. გ-ს აფხაზეთის ცენტრ. ნაწილი ეკავა. მას ჩრდ-ით წებელდა ესაზღვრებოდა და საზღვარი ჩხალთის ქედს მიუყვებოდა, აღმ-ით მდ. კოდორის ქვემო წელი აბჟუასგან მიჯნავდა; დას-ით შავი ზღვა ეკვროდა; ჩრდ.- დას-ით მდ. გუმისთა ბზიფის აფხაზეთისაგან საზღვრავდა.

გ-ის მმართველი მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდა ბზიფის აფხაზეთის მმართველს. 1856, როდესაც ქუთაისის გენერალ-საგუბერნატორო შეიქმნა, გ., მთელ აფხაზეთთან ერთად, მისი შემადგენელი ადმ.-ტერიტორიული ნაწილი გახდა. 1864, აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, გ-ის მხარე უკვე სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა. 1884 წ. 1 იანვ. დასრულდა სოხუმის ოლქის ადმ.-ტერ. დაყოფის რეორგანიზაცია. შეიქმნა გუმისთის საპოლიციო უბანი, რ-იც გ-ისა და წებელდისაგან შედგებოდა.

ლიტ.: Анчабадзе В. В., Из истории средневековой Абхазии (VI–ХVII вв.), Сух., 1959.

ზ. ცინცაძე