გუმათი

გუმათი, სოფელი წყალტუბოს 205 მუნიციპალიტეტის ოფურჩხეთის თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. ბორცვიან მთისწინეთში, გუმათის წყალსაცავის ნაპირზე. ზ. დ. 360 მ, წყალტუბოდან 25 კმ. 591 მცხ. (2002).

სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ რამდენიმე რუკაზე. მოხსენიებული აქვს ი. ა. გიულდენშტედტს. გვიანდ. შუა საუკუნეებში გ. ოკრიბაში შედიოდა.

თ. ბერაძე