ელერდაშვილი არსენ მიხეილის ძე (5. VI. 1943, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 5. I. 2010, თბილისი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1999). 1965 დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზკულტურის ინ-ტი. 1965–96 მუშაობდა სპორტის აკადემიაში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე. 1997–2006 იყო ანატომიის კათედრის გამგე, 2007– 09 – თსსუ-ის ადამიანის ანატომიის დეპარტ. კონტრაქტით მოწვეული პროფესორი. ე-მ შეისწავლა ადამიანის ტერფის აქტ. აპარატის ევოლ. ზოგიერთი საკითხი და მისი მორფოფუნქციური ცვლილებების დინამიკა სპორტის სპეც. სახეების გავლენით.