„იავქალთი“

„იავქალთი“, სვანური საფერხულო სიმღერა. სიტყვიერი ტექსტი უკავშირდება სვანების მიერ რაჭის ერთ-ერთ სოფელზე გალაშქრებას. სრულდება მხოლოდ მამაკაცების მიერ ორპირული სამხმიანი სიმღერით – თავში მდგომი ხელჯოხიანი წამყვანი მიუძღვის მარჯვნივ ნახევარწრედ შეკრულ მონაწილეებს, რ-ებიც ტალღისებურად, ხვიარისებურად მოძრაობენ. მაყურებელთაგან რომელიმე მამაკაცის ჩათრევის შემდეგ წრე იკვრება. ლატალში წამყვანს ხელში არყიანი სასმისი ეჭირა, რ-საც შესვამდა და მომდევნოს გადასცემდა. ვხვდებით უწმაწურ გამოთქმებს, რის გამოც მკვლევრები მას ნაყოფიერების კულტის რიტუალთან აკავშირებენ. მუს. ზომა 4/4.

ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2010.