იაზონი

იაზონი, იასონი (ძვ. ბერძნ. Iaσων ეტრუსკ. Easum), ბერძნული მითოლოგიის გმირი, იოლკუსის მეფის, ესონის ვაჟი. ესონმა შვილი აღსაზრდელად ბერძენ კენტავრ ქირონს მიაბარა. ამ უკანასკნელს ბავშვისთვის იასონი („განმკურნებელი") დაურქმევია.

ჭაბუკობაში შესულმა ი-მა პელიას კანონიერი სამეფო ტახტის დაბრუნება მოსთხოვა, რის სანაცვლოდ ურთულესი დავალების აღსრულება – კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოპოვება დაეკისრა. ამისათვის მან ქალღმერთ ათენას დახმარებით ხომალდი „არგო" ააგო, ილაშქრა კოლხეთში და იქიდან ოქროს საწმისით დაბრუნდა (იხ. არგონავტების თქმულება).