იაკობ ზებედეს მონასტერი

იაკობ ზებედეს მონასტერი, ქართველთა მონასტერი სიონის მთაზე, დაარსებულია V ს. XI–XII სს. 40-იან წლებამდე ქართველების ხელში იყო, შემდეგ კი ლათინებმა სომხებს გადასცეს. მოგვიანებით, სალადინმა, იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, ი. ზ. მ. სომხებს დაუმტკიცა.

ლიტ.: კეკელია ვ., იაკობის მონასტრის საკითხი და ჯვაროსანთა ურთიერთობა ქართულ-სომხურ კოლონიებთან იერუსალიმის წმინდა მიწაზე XII საუკუნეში, «ქართული დიპლომატია». წელიწდეული, 11, თბ., 2004.

ე. მამისთვალიშვილი