იაკობ შემოქმედელი (სამებელი, გვარად – დუმბაძე), XVII–XVIII სს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი. შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება 1647-იდან.
ქართლის მეფის გიორგი XI-ის დავალებით გალექსა ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმაჰმადიანური თხზულება „უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება" (შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან). მასვე ეკუთვნის თითოსტროფიანი ლექსები – არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შეკითხვა-გამოცანებზე, რ-იც ბიბლ. თემას ეხება, და ერთიც წაღმა-უკუღმა წასაკითხი ფორმალისტური ლექსი.
ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, ი. შ-ს მიეწერება გადაკეთებული „აბდულმესიანი", რ-შიც ქების ობიექტი თამარისა და დავითის ნაცვლად არის არჩილ II. ი. შ-ს ქებით იხსენიებენ არჩილ II, დავით გურამიშვილი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი და სხვ.
ლიტ.: მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; Марр Н. Я., Из книги царевича Баграта о грузинских переводах духовных сочинений и героической повести «Дареджаниани», «Известия Академии наук», 1899, т. 10, №2.
ბ. დარჩია