იამი

იამი, მონღოლთა სამფლობელოში შემავალ ქვეყნებში, მ. შ. საქართველოსა და რუსეთში, სამხ.-სტრატეგიული მიზნით გზებზე აგებული საფოსტო სადგური. დააარსა უგედეი-ყაენმა 1236 სახელმწიფოში მიმოსვლის საშუალებათა მოწესრიგების მიზნით. ი-ის თითოეულ უფროსს (იამჩის) მუდმივად უნდა ჰყოლოდა 20 ცხენოსანი გამყოლი, ცხენები, ჰქონოდა ხარშებმული ურმები და აუცილებელი სანოვაგე. ყველაფერი ეს ადგილ. მოსახლეობას უნდა გაეღო (იხ. საიამე).

წყარო: ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1974; Козин С. А., Сокровенное сказание. Монгольская хроника 1240 г. Юань Чао Биши, т. 1, М. – Л.,1941; Рашид-ад-дин, Сборник летописей, пер. с перс., т. 2, М.– Л., 1960.

ლიტ.: Бартольд В. В., Туркестан в эпоху монгольского нашествия, Соч., т. 1, М., 1963.

რ. კიკნაძე