იანეთი

იანეთი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის თემში (გურიის რეგიონი), მდ. სუფსის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 80 მ ოზურგეთიდან 13 კმ. 236 მცხ. (2014).

პირველად მოხსენიებულია 1558 წლით დათარიღებულ გიორგი იმერთა მეფის სიგელში გელათისადმი, იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილთანაც (XVIII ს.).

XIX ს. დასაწყისში ი-ში იდგა ხის ეკლესია, რ-იც აიგო 1790.

ი. ბერაძე