იანვარი

იანვარი (ლათ. Januarius), კალენდარული წლის პირველი თვე (31 დღე-ღამე), სახელი ეწოდა რომაელთა ღმერთის იანუსის პატივსაცემად. შემოიღეს რომში ძვ. წ. 700; ძვ. წ. 46 წლის დასაწყისად დაამტკიცეს 1 იანვარი.

ძვ. ქართ. წარმართული კალენდრით – აპანი, აპნისი.