იანიშევსკი ლეონ

იანიშევსკი (Janiszewski) ლეონ (1810, კალიში, პოლონეთი, – 27. II. 1861, თბილისი), პოლონელი პოეტი.

სწავლობდა კალიშის კლასიკურ გიმნაზიასა და ვარშავის უნ-ტში. ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის დევნილი ი. 1841 გადმოასახლეს თბილისში, სადაც ლიტ. და მუს.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა. აღსანიშნავია მისი ნარკვევი „ქედის მოხრა ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავზე, წმინდა დავითის გორაზე, თბილისში; 9. I. 1842" (1843) და ლექსი „არმყოფთან" (1850), რ-შიც XIX ს. თბილისის კულტ. ცხოვრებაა აღწერილი.

20 წლის განმავლობაში ი. მუსიკას ასწავლიდა ამიერკავკ. კეთილშობილ ქალთა ინ-ტში. 1847 გამოაქვეყნა 2 პოლკა ფორტეპიანოსათვის: „თბილისური პოლკა" და „მშვენიერი ქართველი ქალი".

ი. თანამშრომლობდა გაზ. „კავკაზში", აქვეყნებდა ლიტ. სტატიებსა და მუს. რეცენზიებს.

ქ. ჭავჭანიძე