იარალი და ზაქარია

იარალი და ზაქარია, ქართული საყარაულო რაზმის მეთაურები. მათ გამოეპარათ ოსმალებისა და ყირიმელი თათრების შემოჭრა, თუმცა თევდორე კველთელის გმირობის შედეგად ქართველებმა მოახერხეს ჯარის შეგროვება. ბრძოლა მოხდა 1609 სოფ. ნიაბთან, სხერტის ჭალაში (ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი). ი. და ზ. გმირულად დაიღუპნენ ბრძოლის ველზე.

წყარო და ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; იოსებ თბილელი, დიდმოურავიანი, გ. ლეონიძის რედ., [თბ.], 1939; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.