იარაჯულების სამაროვანი

იარაჯულების სამაროვანი, IV–VIII სს. არქეოლოგიური ძეგლი, აღმოჩნდა 1962 სოფ. იარაჯულებში, ადგილ სამარწყვეში (თიანეთის მუნიციპალიტეტი). მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა რამდენიმე ქვის სამარხი.

მათში ნაპოვნია სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები: ბრინჯაოს საკინძები, ბეჭდები, მშვილდსაკინძები, აბჯრისა და სარტყლის ნაწილები, საბეჭდავი; ვერცხლის საკინძები, რკინის აბზინდა და დანა; სარდიონისა და მინის მძივები.

მასალა ინახება თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტ.: ჯორბენაძე ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, IV. ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.

ბ. ჯორბენაძე