იაღლუჯის ნამარხი ფაუნა (Iagluja Fossil Fauna), ნამარხ ძუძუმწოვართა ფაუნა გარდაბნის მუნიცპალიტეტში, იაღლუჯის მაღლობის აღმ. ნაწილში ქ. რუსთავის პირისპირ ეროზიულ ხევში.
ხევში გაშიშვლებული ნეოგენური (მეოტიდს-პონტოური) ნალექი შეიცავს ნამარხ ძუძუმწოვართა ფაუნას, რ-ის შემადგენლობაში აღმოჩენილია ხმალკბილა ვეფხვის, მასტოდონტის, სამთითა ცხენის – ჰიპარიონის, მარტორქის, ჟირაფის, გრეხილრქიანი ანტილოპებისა და ფრინველების ნაშთები.
ი. ნ. ფ-ს დიდი სამეცნ. ღირებულება აქვს. მსგავსი პალეოზოოლოგიური ძეგლი მსოფლიოში სულ რამდენიმეა.
ლიტ.: საქართველოს წითელი წიგნი თბ., 1982.