იაღლუჯის ქედი

იაღლუჯის ქედი, ქედი ქვემო ქართლის ვაკეზე მდ. მტკვრის მარჯვ. მხარეს სოღანლუღის ვაკესა და მდ. ალგეთის ქვემო დინებას შორის. სიგრძე 17 კმ სიგანე 11 კმ. აბსოლ. სიმაღლე 763 მ.

აგებულია სინკლინურად გაღუნული ნეოგენური მოლასური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების შრეებით. მოკლებულია მუდმივ მდინარეულ ჩამონადენს. შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, ნაწილობრივ–ქსეროფიტული ბუჩქნარით.

ი. ქ-ის აღმ. ნაწილს კვეთს თბილისი–ყაზახის გზატკეცილი.

ლ. მარუაშვილი