„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“, კავკასიისმცოდნე ენათმეცნიერთა სამეცნიერო ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1974-იდან; ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. რინციპა და სარედაქციო კოლეგია, რ-შიც შედიოდნენ ცნობილი ენათმეცნიერები იბერიულ-კავკ. ენათა შესწავლის სხვადასხვა სამეცნ. ცენტრიდან. «ი.-კ. ე. წ-ის» დაარსების ინიციატორი და მისი მთ. რედაქტორი იყო არნ. ჩიქობავა, რ-ის რედაქტორობითაც გამოცემულია I–XIV ტომები (1974–87). 1988–94 გამოვიდა XV–XXI ტომები (XVI ტ-იდან რედ. ქ. ლომთათიძე). 2002 გამოვიდა XXII ტ., რ-ის შემდეგაც ჟურნალის გამოცემა შეწყდა. ჟურნალი ძირითადად ემყარებოდა იმ საენათმეცნიერო კონცეფციასა და რინციპალ დებულებებს, რ-ებიც საფუძვლად ედო ამ ორგანოს წინამორბედ «ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულს» (1923–24 გამოვიდა მხოლოდ გაერთიანებული 1–2 ტომი). «ი.-კ. ე. წ-ში» იბეჭდებოდა წერილები ლინგვისტური თეორიის, იბერიულ-კავკ. ენათა სტრუქტურისა და ისტორიის, ენობრივი კონტაქტების, ბასკურ-კავკ. ენათა ურთიერთობის თაობაზე; ქვეყნდებოდა რეცენზიები და ბიბლიოგრ. სახის მიმოხილვები, ინფორმაციები სხვადასხვა სამეცნ. ცენტრში იბერიულ-კავკ. ენათა შესწავლის შესახებ, იბერიულ-კავკ. ენათა სისტემისა და ისტორიის შესწავლისადმი მიძღვნილ რეგიონალურ სამეცნ. სესიათა ანგარიშები, პერსონალია. სტატიები იბეჭდებოდა ქართ., რუს., ინგლ. და გერმ. ენებზე. «ი.-კ. ე. წ-ის» ავტორები იყვნენ არა მარტო ქართვ. სპეციალისტები, არამედ უცხოელი ენათმეცნიერებიც. ჟურნალი საერთაშ. მნიშვნელობის ერთ-ერთი სერიოზული ლინგვ. პერიოდული გამოცემა იყო.
გ. ბურჭულაძე.