იბრაჰიმი, იბრაჰიმ ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1759–61. მოითხოვდა ტყვეებით ვაჭრობის თავისუფლებას დას. საქართველოში. 1760 შემოდგომაზე დიდი ლაშქრით იმერეთში შეიჭრა, მაგრამ დამარცხდა. ახალციხეში დაბრუნებულს ხალხი აუჯანყდა, ფაშობიდან გადააყენეს და ქალაქიდან გააძევეს. სულთანმა იგი ყარსის ფაშად გადაიყვანა.
ლიტ.: ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუა წლებიდან XIX ს. შუა წლებამდე), თბ., 1975.
შ. ლომსაძე