იდილია

იდილია (ბერძნ. eidyllion – მცირე ფორმის ლექსი, სურათი სოფლისა და მწყემსების ცხოვრებიდან), მცირე ფორმის პოეტური ნაწარმოები.

მისი აღმოცენება უკავშირდება ძვ. ბერძენი პოეტის თეოკრიტეს (ძვ. წ. III ს.) სახელს. რომაულ ლიტ-რაში თეოკრიტეს მიმდევარია ვერგილიუსი (ძვ. წ. 70–19), ავტორი ლირ. კრებულისა „ბუკოლიკები". ევრ. პოეზიაში ი. ხელახლა იჩენს თავს რენესანსის პერიოდიდან. ყველა დროის ი-ს ახასიათებს საერთო ინტერესი ყოფითი სურათების, ბუნების ფონზე ადამიანის გრძნობების პოეტიზირებისა და სოც. კონფლიქტებისაგან განტვირთული ატმოსფეროსადმი.

ქართ. მწერლობაში საინტერესო იდილიური სურათების შემცველია დ. გურამიშვილის „ქაცვია მწყემსი". ამ ფორმას ხშირად იყენებს რ. ერისთავი. XX ს-ში იდილიური ატმოსფეროთი გამსჭვალული ლირ. ნიმუშები შექმნეს გ. ტაბიძემ, ა. კალანდაძემ.

გ. გაჩეჩილაძე