იენაში, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), უშბის მასივის სამხრ. კალთის ძირას, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ლატალის თემის ცენტრი (სოფლები: ი., იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი, ლაჰილი, ლელბაგი, ლეშუკვი, მაცხვარიში, ნანყვამ-ზაგრალი, სიდიანარი, შყალერი). ზ. დ. 1360 მ მესტიიდან 10 კმ. 227 მცხ. (2014).
სოფელში არის XII–XIV სს. იონა წინასწარმეტყველის ეკლესია „იან".
ლიტ.: არჩვაძე გ., იენაშის ეკლესია „ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვ. 3, საკითხავი ყმაწვილთათვის, ტ. 14, თბ., 2007.