იენის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ შილერის სახელობისა, გერმანიის ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტი. დაარსდა 1558 იენის აკად. გიმნაზიის ბაზაზე, ჰქონდა თეოლ., იურიდ., სამედ., ნატიფი ხელოვნ. ფაკ-ტები. ი. უ-თან დაკავშირებულია ი. გოეთეს, ი. ფიხტეს, ფ. შელინგის, ფ. შილერის, გ. ჰეგელისა და სხვათა მოღვაწეობა. II მსოფლიო ომის დროს უნ-ტი ძლიერ დაზიანდა. ომის დამთავრების შემდეგ კი იგი პირველი გახსნეს (1945).
ი. უ-სა და თსუ-ს შორის დადებულია მეგობრობის ხელშეკრულება (1966 წ. ნოემბრიდან), რ-ის საფუძველზე ვითარდება სამეცნ.-პედ. თანამშრომლობა, გამოვიდა მეგობრობის კრებულის „საქართველოს" ნომრები; 1978-იდან ყოველწლიურად გამოდის კრებული „გეორგიკა" (1978 №1, ქართული ენა; 1979 №2, ქართული ფილოსოფიური აზრი და ა. შ.).
უნ-ტები იწვევენ პროფესორ-მასწავლებლებს სალექციო კურსების წასაკითხად. მოქმედებს სტუდენტთა ურთიეთგაცვლის პროგრამა.