ივანე ქვაციხისელი, ფოლკლორის პერსონაჟი დაღუპული მონადირის ციკლის თქმულება „ივანე ქვაციხისელის" მთავარი გმირი.
ფოლკლორული ვარიანტების მიხედვით საფერხულო ტიპის სიმღერებში გადმოცემულია მონადირე ი. ქ-ის ტრაგიკული ამბები. ჯიხვების კვალს გადევნებულ ივანეს თოვლისგან გაუკეთებია საფეხურები კლდეზე ასასვლელად. დაბრუნებისას კი ვეღარ უპოვია. საბოლოოდ იგი დაიმტვრა. ქვას რ-იც მას გადმოჰყვა ქვაციხე უწოდეს მონადირეს კი – ქვაციხისელი. ი. ქ-ის სახეს შერჩენილი აქვს უძველესი რწმენა-წარმოდგენების შემცველი პლასტები.
ლიტ.: ვირსალაძე ელ., ქართული სამონადირეო ეპოსი თბ., 1964; ღლონტი ალ., ქართული ხალხური ნოველა თბ., 1989; ჩოლოყაშვილი რ., უძველეს რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ ზღაპრულ ეპოსში თბ., 2004; Вирсаладзе Е. Б., Грузинский охотничий миф и поэзия, М., 1976.
თ. დოლიძე