ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სპეციალიზებული ინსტიტუტი ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის დარგში. დაარსდა 1958, როგორც თბილისის ელექტროტექ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტი. 1969-იდან ინ-ტმა შეიცვალა პროფილი და ეწოდა ე.-ი.ტ.ს.-კ.ი. ინ-ტის ბაზაზე შეიქმნა საცდელი წარმოება ზესტაფონის რ-ნის სოფ. სვირში. სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: ლითონის ნაკეთობათა დაფარვის პროგრესული ტექნოლ. პროცესების დამუშავება; მაღალი ძაბვის ნახევარგამტარული კვების წყაროების შექმნა; კომპოზიციური მასალების შექმნა; თხევადი პროდუქციისათვის მფილტრავი პოლიმერული მასალებისა და შესაბამისი დანადგარების შემუშავება; მზის ფოტოელექტრული ავტონომიური დენის წყაროების შექმნა. 1961–90 ინ-ტი გამოსცემდა სამეცნ. შრომებს, ხოლო 2002 აქ შეადგინეს და გამოსცეს ელექტროტექნიკის ტერმინოლოგიური რუსულ-ქართული ლექსიკონი (რედაქტორები: მ. სამხარაძე, დ. კოხრეიძე, ი. ჯიბუტი).