გუნცაძე დავით კონსტანტინეს ძე (8. IX. 1861, სოფ. შუა კვალითი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1922, იუგოსლავია), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917).
დაამთავრა ელიზავეტგრადის (უკრაინა) სამხ. პროგიმნაზია, კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1880). მონაწილეობდა 1904– 05 რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო (1914–18) ომებში. 1914 აგვ-ში მიენიჭა გენ.-მ. წოდება. მეთაურობდა ტამანის (1890-იდან), ლაპლანდიის 97-ე ქვეით პოლკს (1912-იდან), 53-ე ქვეით დივიზიას (1915-იდან).
1917 ნოემბერ-დეკემბერში იყო მე-12 არმიის სარდალი. 1920-იდან იყო ემიგრაციაში.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებითა და მედლებით.
ლ. დოლიძე