დადვანი პლატონ ლაზარეს ძე

პ. დადვანი

დადვანი პლატონ ლაზარეს ძე (1. IV. 1913, მესტია, – 1989), ლოტბარი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958).

თბილ. საგზაო-საავტ. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მესტიის პედ. სასწავლებელში ასწავლიდა ხატვასა და მუსიკას. აქვე შეადგინა მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდი, აღადგინა და დავიწყებას გადაარჩინა არაერთი ძვ. სვანური სიმღერა (ბევრი მათგანი ჩაწერილია ფირფიტაზე), განავითარა და დახვეწა სვანური ცეკვები (განსაკუთრებით ფერხული).

დ. მესტიის კულტ. სახლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის სვანური ფოლკლორის შენახვაგანვითარების საქმეში.

ა. გელოვანი