„ელექტროშედუღება“

„ელექტროშედუღება“ (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მანქანათმშენებლობის საწარმო თბილისში. ამუშავდა 1958 ე. ო. პატონის სახ. თბილისის ელექტროშედუღების მოწყობილობათა ქ-ნის სახელწოდებით (ექვემდებარებოდა საკავშ. ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს). იგი ელექტროტექნიკური მრეწველობის ერთ-ერთი სპეციალიზებული საწარმო იყო სსრ კავშირში, უშვებდა ელექტროშესადუღებელ მანქანა-დანადგარებს და მათზე ქვეყნის მოთხოვნის გარკვეულ ნაწილს აკმაყოფილებდა. ქ-ნასთან არსებობდა ლენინგრადის ელექტროშემდუღებელი მოწყობილობების საკავშირო სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბილისის განყოფილება (1992-იდან – სააქციო საზ-ბა „ე ლ ე ქ ტ რ ო თ ე რ მ ო შ ე დ უ ღ ე ბ ა") , რ-იც პროდუქციის ახ. ნიმუშებს ამუშავებდა. XX ს. 90-იან წლებში ქ-ნაში პროდუქციის წარმოება მკვეთრად შემცირდა. 1995 ქ-ნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „ე." 2000-იდან საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება.

ლ. აბრამიშვილი