„ელვა“

„ელვა“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, რსდმპ თბილისის გაერთიანებული კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა 1906 (12. III–15. IV). რედ.-გამომც. – გ. მახარაძე (ფაქტობრივად – ფ. მახარაძე). ბოლშევიკებისა და მენშევიკების გაერთიანებული ორგანო (ბოლშევიკებიდან შედიოდნენ ი. სტალინი, მ. ცხაკაია და სხვ.), თუმცა თავისი მიმართულებით მანქაბოლშევიკური გაზეთი იყო. ე-სთან თანამშრომლობდნენ: ი. ევდოშვილი, გ. ქიქოძე, მ. იაშვილი, ლ. ახმეტელაშვილი, შ. შარაშიძე და სხვ. „ე." დაიხურა ადგილ. ხელისუფლების განკარგულებით.