ელიაძე გიორგი ვასილის ძე

ელიაძე გიორგი ვასილის ძე (დ. 27. III. 1952, კამჩატკის პეტროპავლოვსკი, რუსეთი), რუსეთის ფედერაციის არმიის გენერალ-მაიორი (1993). მსახურობდა რფ-ის სხვადასხვა სამხ. ნაწილში. მეთაურობდა რფ-ის ჩრდ. კავკ. სამხ. ოლქის მოტომსროლელ ბრიგადას, შემდეგ – დივიზიას. 2000 დაამთავრა გენ. შტაბის აკადემია. 2007–11 იყო შორეული აღმოსავლეთის მე-5 არმიის სარდლის მოადგილე. დაჯილდოებულია რფ-ის ორდენებითა და მედლებით.

ლ. დოლიძე