ელიზავეტპოლის 156-ე ქვეითი პოლკი გ ე ნ ე რ ა ლ თ ა ვ ა დ პ. ც ი ც ი ა ნ ო ვ ი ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, შეიქმნა 1863 ნოემბერს ე-ის ქვეითი პოლკის სახელწოდებით, 1864 წ. 25 მარტს მიანიჭეს N156, 1891 წ. 25 მარტს კი – გენ. თავად პ. ციციანოვის სახელი. პოლკმა თავი გამოიჩინა რუს.- ოსმ. ომში (1877–78). მის I, III და IV ბატალიონებს უბოძეს გიორგის დროშა, რ-ზეც ეწერა: „არდაჰანის აღებისათვის 1877 წლის 4 და 5 მაისს", ხოლო II ბატალიონს – იგივე დროშა წარწერით „ალაჯის მაღლობებზე ბრძოლისათვის 1877 წლის 3 ოქტომბერს".
ლიტ.: Хроника Кавказских войск, в 2-х частях. Сост. ген.-майор в отставке А. Л. Гизетти, под ред. ген.-лейт. Чернявского, Тфл., 1896.
ო. ჟორდანია