ელიზბარ ქსნის ერისთავი XVI ს. 60–70-იან წლებში. 1569, როდესაც ქართლის მეფე სიმონ I ირანელების წინააღმდეგ ფარცხისთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ე. ქ. ე. და ბარძიმ ამილახვარი თავს დაესხნენ კავთისხევს მდგომ დედოფალს და მისი ქონება ხელთ იგდეს. როდესაც ქართლს ოსმალები შემოესივნენ მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ე. ქ. ე. დამპყრობელს მიეგება. 1578 სიმონ I-ის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ე. ქ. ე-მა მიტაცებული ქონება უკან დაუბრუნა მეფეს და შენდობა სთხოვა. მეფემ შეიწყალა ერისთავი და მხოლოდ მამულების ნაწილი ჩამოართვა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
გ. აკოფაშვილი