ელიოზაშვილი ალექსანდრე (გ. XII. 1883), საქართველოს რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის მოღვაწე, სპეციალობით აგრონომი. XIX ს. 70-იან წლებში, შვეიცარიაში სწავლის დროს, ქართვ. ახალგაზრდობის რევ. საზ-ბის „უღლის" წევრი იყო. იცავდა რუს. რევოლუციაში ქართველების მონაწილეობის იდეას, წინააღმდეგი იყო რუსეთისაგან კავკ. გამოყოფისა. 80-იანი წწ. დამდეგს აქტიურად მონაწილეობდა თბილ. ნაროდოვოლელთა წრის საქმიანობაში, რისთვისაც დააპატიმრეს. თავდებით დროებით გაათავისუფლეს. გამოძიების დასრულების შემდეგ მიუსაჯეს რუს. ერთ-ერთ შორეულ გუბერნიაში გადასახლება, მაგრამ როდესაც ჟანდარმებმა გადასახლებაში გადასაგზავნად მიაკითხეს, თავი მოიკლა.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. მეორე ნახევარი), თბ., 1967; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.
ზ. შველიძე