გურიანთა

გურიანთა, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მდ. სკურდუმის (ნატანების მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე, ოზურგეთი – ნატანების სარკინიგზო და საავტ. გზაზე. რკინიგზის ბაქანი. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ციხისფერდი). ზ. დ. 40 მ, ოზურგეთიდან 4 კმ. 1,6 ათ. მცხ. (2002).

გ-ის მახლობლადაა ვაშნარის ციხისა და გურიანთის ციხის (XVII ს.) ნანგრევები.