ელისე მიტროპოლიტი

ელისე მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ელდარ რაჟდენის ძე ჯ ო ხ ა ძ ე) (დ. 16. II. 1949, სოფ. შქმერი, ონის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე. 1976 დაამთავრა თბილისის პოლიტექ. ინ-ტი. 1982-იდან იყო ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მნათე. 1983 წ. 19 ივნისს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, იმავე წლის სექტემბერში – მღვდლად და დაინიშნა წალკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურად. 1983 ჩაირიცხა მცხეთის სას. სემინარიაში. 1996 წ. 14 მარტს ე. მ. წმ. სინოდის მიერ გამორჩეული იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად და ებოძა არქიმანდრიტის ხარისხი. ამავე წლის 17 მარტს ეკურთხა ეპისკოპოსად. 2000 წ. 28 ნოემბ. ებოძა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2008 წ. 16 თებ. – მიტროპოლიტის ხარისხი. ე. მ. პერიოდულად ღვთისმსახურებას აღავლენდა გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, სვეტიცხოველის, ანანურის ღვთისმშობლის, დიდუბის ღვთისმშობლის შობის, თბილისის წმ. პანტელეიმონის, ანჩისხატის და მეტეხის ეკლესიებში. თბილისის ეკლესიებში მსახურობის დროს იგი ასრულებდა საქართვ. საპატრიარქოს სახლთუხუცესის მოვალეობას და ხელმძღვანელობდა ახ. ეკლესიების გახსნის განყოფილებას. ამჟამად ე. მ. საქართვ. საპატრიარქოს საეკლ. სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეა. დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და წმ. გიორგის I ხარისხის ორდენით (2007).