გურიის 159-ე ქვეითი პოლკი

გურიის 159-ე ქვეითი პოლკი, დაარსდა 1863 წ. 6 ნოემბერს გურიის ქვეითი პოლკის სახელწოდებით. 1864 წ. 25 მარტს ეწოდა გ. 159-ე ქ. პ.

1879 აპრ-იდან პოლკი შედგებოდა 4 ბატალიონისაგან. მისმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა თავი ისახელეს 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. II და III ბატალიონებს უბოძეს გიორგის დროშა, რ-ზედაც ეწერა: „ყარსის აღებისათვის 1877 წლის 6 ნოემბერს".

ლიტ.: Хроника кавказских войск, в 2-х частях, сост. А. Л. Гизетти, Тфл., 1896.

ო. ჟორდანია