ელტურა

ელტურა, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბელოთის თემში (შიდა ქართლის მხარე), გუდისის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ელტურის (პატარა ლიახვის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1160 მ, ერედვიდან 11 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 52 მცხ. (1989).