გურიის საერისთავო, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში.
მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, საერისთავო XI საუკუნეში შეიქმნა და ერისთავებად ვარდანისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები დაინიშნენ. XIII საუკუნეში მათ ერისთავთერისთავის ტიტული მიიღეს, ხოლო XV ს. II ნახევრიდან დამოუკიდებელი სამთავროს მთავრები გახდნენ და გურიელებად იწოდებოდნენ. მკვლევართა მეორე ნაწილი თვლის, რომ ტერიტ.-ადმინ. ერთეული „გურიის საერისთავო" არ არსებობდა. გურია მეფის დომენს წარმოადგენდა.
წყარო: ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003; სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30; ხიდურელი ზ., სამეფო დომენის საკითხისათვის XI–XV სს. საქართველოში, «საისტორიო კრებული», VII, თბ., 1977.
მ. ბახტაძე