გურიის ქედი, ნიგოითის სერი, დაბალი განედური ქედი დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ კიდეზე. მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოება.
სამხრეთიდან გამოყოფილია სუფსის ხეობით. ქედის უმაღლესი წერტილია მთა ბურნარ-საცხვარო (678 მ), მთები: ბურნათი (498 მ), ტალახა (667 მ), საირაო (475 მ), სამება (522 მ). ქედის შუა მონაკვეთი ცნობილია საირაოს სერის სახელწოდებით.
აგებულია მესამეული ვულკანოგენური ფაციესის ნალექებით. ხასიათდება ტექტონ.-ეროზიული რელიეფით. ქედის კალთები ციცაბოა, განსაკუთრებით აღმ. ნაწილში.
დ. უკლება