გურო [ფსევდონიმი; ნამდვ. სახელი და გვარი – ივანე (ოვანეს) ბოგდანის ძე გ ა ს პ ა რ ი ა ნ ი] (1907, თბილისი, – 9. VIII. 1984, იქვე), მხატვარ-სატირიკოსი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1965). გრაფიკოს-პლაკატისტი, პოლიტ. კარიკატურის ოსტატი.
1924-იდან თანამშრომლობდა ჟურნ.-გაზეთებთან „რაბოჩაია პრავდა", „ზარია ვოსტოკა" და სხვ. 1931-იდან გაზეთ „პრავდისათვის" ქმნიდა პოლიტ. კარიკატურებს. 30–70-იან წწ. თანამშრომლობდა ჟურნალებთან „ნიანგი", „დროშა" და სხვ. II მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობდა ანტიფაშისტური ფურცლებისა და პლაკატების („ხიშტით და კალმით") შექმნაში.
დაასურათა ქართვ. მწერალთა ნაწარმოებები: კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი", დ. ბაქრაძის „გმირთა სისხლით" და სხვ. გააფორმა ბ. პასტერნაკის ლექსების კრებული საქართველოს შესახებ („ქართველი პოეტების საუკეთესო თარგმანები", 1947, 1958, რუს. ენაზე). შექმნა პოეტ ს. ესენინის პორტრეტი (1925).