გურძიევცეკი

გურძიევცეკი, სახელწოდება. გურძიევცეკი, საქართველოს გადასასვლელი, უღელტეხილი რაჭის კავკასიონზე, მდინარეების რიონისა და ურუხის წყალგამყოფ მწვერვალებს ციხვარგასა და ბურჭულას შორის. სიმაღლე ზ. დ. 3349 მ. გ. მდ. ნოწარულის ხეობით სოფ. ჭიორას (ონის მუნიციპალიტეტი) აკავშირებს სოფ. ძინაღთან (ჩრდ. ოსეთი).

1724 ამ უღელტეხილზე გადავიდა რუსეთს მიმავალი მეფე ვახტანგ VI თავისი დიდი ამალით.

ლ. მარუაშვილი