გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია, მოქცეულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების შემადგენლობაში. მას აღმ-ით ესაზღვრება საგარეჯოსა და ნინოწმინდის, დას-ით – ბოდბის, ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიები, სამხრ-ით მისი საზღვარი აზერბაიჯანის საზღვარს მიჰყვება.
შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე საეპისკოპოსოა დაფიქსირებული. XVII–XVIII სს. ლეკთა ხშირი შემოსევების შედეგად ზოგიერთმა ეპარქიამ არსებობა შეწყვიტა. XVIII–XIX სს. მიჯნაზე ამ ტერიტორიის მოსახლეობა ბოდბელ მიტროპოლიტს ექვემდებარებოდა.
2004 წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა გ. და ვ. ე. მღვდელმთავრის რეზიდენცია მდებარეობს გურჯაანში.
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 2005.
ე. ბუბულაშვილი