გურჯი-ბოღაზი

გურჯი-ბოღაზი (თურქულად – საქართველოს ყელი), თურქული სახელწოდება ხეობისა და უღელტეხილისა, რ-იც კვეთს მდ. ყარასუს (მდ. ევფრატის სათავე) და მდ. ჭოროხის შენაკად თორთუმჩაის წყალგამყოფ ქედს.

გ.-ბ-ზე გადიოდა არზრუმიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გზა. საქართველოს ისტ. რუკაზე (1923, ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით) დატანილია როგორც „გურჯი ბოღაზი ანუ ქართლის გზა".

დ. მუსხელიშვილი