გუსტასიბი

გუსტასიბი, ქალაქის დიდმოხელე (XI–XII სს.), მეტროლოგიური და საპოლიციო ზედამხედველი თბილისის ბაზრებში. ფუნქციურად გ-ს შეესატყვისებოდა ძვ. ქართ. ნაცვლის ინ-ტი. არსებული მასალის საფუძველზე საგუსტასიბო გამოსაღების კონკრეტული შინაარსის დადგენა ვერ ხერხდება.