გუფი

გუფი, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ღალიძგის (ერთვის შავ ზღვას) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., აგვავერა, აკვასკია, აჯამფაზრა, ზაგანი, ფადგუ, ჩაწვქითი). ზ. დ. 180 მ, ოჩამჩირიდან 20 კმ. 345 მცხ. (1989). სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმეები.