(თბილისი

– მარნეული – თეთრი წყარო – თრიალეთი – წალკა, კოდა – თეთრი წყარო და თბილისი – მანგლისი – წალკა) გზები.კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპალიტეტში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ბიბლიოთეკები, საკლუბო დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი".ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები: ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: სამშვილდის ნაქალაქარი (ძვ. წ. I ათასწლ. შუა საუკუნეები – XVIII ს.), მანგლისის ტაძარი (IV–V სს. – XI ს. I მეოთხედი გადაკეთებულია XIX ს.), პირღებულის (XIII ს., განახლებულია XVII ს.), გუდარეხის (XIII ს.) სამონასტრო კომპლექსები, წინწყაროს დედაღვთისას (VIII–IX სს.), გოხნარის (XI ს. II ნახ.), დიდი თონეთის სამების (X–XI სს.), დიდი კლდეისის (XI ს.) დრიანეთის (X–XI სს.), აძიკვის (XI ს.) აბელიის (XIII ს.), ფიტარეთის (1213–22) ეკლესიები; ნადარბაზევის სასახლე (X–XI სს.), ფარცხისის ციხე-დარბაზი (X–XI სს.), ბირთვისის (XI ს.) და ხულუტის (შუა საუკუნეები) ციხეები. სამღერეთის (XIII–XV სს.), ტბისის ხუროთმოძღვრული კომპლექსები (XVII ს.). ღოუბნის ორმოცი მოწამის ეკლესია (XVI–XVII სს.). სოფ. ვაშლოვნის საცხოვრებელი კოშკი (1811). დ. სვანიძე. ქ. ჯაყელი.